|
2020-03-08 13:43:47, 7531 ნახვა
სხვადასხვა
სახალდო დამცველი - ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა
სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმები დაიხვეწა და განვითარდა, გასულ ორ თვეში მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტური. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი 2016 წლიდან აანალიზებს ქალთა გენდერული ნიშნით მომხდარ მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებსა და თვითმკვლელობის შემთხვევებს. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია ცალსახად მიუთითებს, რომ პრობლემები არსებობს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ქალთა მკვლელობის საქმეთა ანალიზის შედეგებით ცალსახად იკვეთება, რომ ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია და მნიშვნელოვანია, ქალთა მკვლელობების პრევენცია დაიწყოს ბაზისური სოციალური სერვისების მიღების ეტაპზე, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა და განათლება. დღეს არსებული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა მომხდარ ქალთა მკვლელობის საქმეებთან მიმართებაში და საკვანძო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით იმუშაოს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწის მიზნით. - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)