11:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 12:06:13, 6735 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილა

საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

სხდომის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სოფლად სიღარიბის აღმოფხვრის პროცესში საერთაშორისო, დონორი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ვრცლად ისაუბრა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მე-4 ფაზის (ENPARD IV) დაწყების და  მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებს საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის ფარგლებში, 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშები გააცნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2019 წლის აქტივობების დიდი ნაწილი შესრულდა, რაც დადებითი მაჩვენებელია.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის  (EUD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics