00:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 16:23:11, 5881 ნახვა

სხვადასხვა
კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა

კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები განსაზღვრა.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წერს, რომ მათი გადაწყვეტილებით, ინტერნეტში ბავშვების დაცვის მიზნით, განისაზღვრა ვალდებულებები, როგორც  ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების, ისე ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიების მიმართ. 

„იმისთვის, რომ მშობელს საფრთხეების შემცირების ეფექტური მექანიზმი ჰქონდეთ, ერთი მხრივ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება შეიმუშაონ ისეთი მექანიზმები, რომლის საფუძველზეც, ექნებათ შესაძლებლობა  კონკრეტული (აბონენტის) მშობლის მოთხოვნით, შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

მეორე მხრივ, კომისიამ ვებ-გვერდების მფლობელ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება საკუთარ ვებ-გვერდებს მიანიჭონ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება, კერძოდ, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი მათ ვებ-გვერდზე განთავსებული აუდიო-ვიზუალური პროდუქცია“, - წერს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

კომისია ინტერნეტ ვებ-გვერდების მონიტორინგის განახორციელებს და შექმნის ფილტრს, რომლითან გააკონტროლებს, რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები ვალდებულებას.

„ინტერნეტში ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ ვებ-გვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის შედგენას და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას, აღნიშნული სია ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ.

ცნობისთვის, ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  144​-ე მუხლის შესაბამისად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics