03:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 15:51:44, 582 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: თუ ნავთობკომპანიები ჯარიმას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გაასაჩივრონ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნავთობკომპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტომ მიიღო და თუკი მათ პრეტენზიები აქვთ, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

კვირიკაშვილის თქმით, თავად ამ პროცესში ვერ ჩაერევა.

"ნავთობკომპანიების დაჯარიმების გადწყვეტილება მიღებული იქნა კონკურენციის სააგენტოს მიერ. მათ აქვთ საშუალება, თუ არ ეთანხმებიან ამ ჯარიმას, გაასაჩივრონ  შესაბამისად სასამართლოში. ამიტომ, ჩემს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ მთელი ეს საქმის წარმოება, კონკურენციის სააგენტოში მიმდინარეობდა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ნავთობკომპანიებმა განცხადება გაავბცელეს. ისინი ფიქრობენ, რომ მათზე დაკსირებული ჯარიმები ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება.

შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე არსებულ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დაეკისრა.

მათ 55 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics