|
2015-07-17 11:29:20, 1094 ნახვა
მსოფლიო
ლატვია საოკუპაციო ზოლთან სადემარკაციო ნიშნების აღმართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში საოკუპაციო ზოლთან სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს სადემარკაციო ნიშნების აღმართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. სამინისტროს შეფასებით, ასეთი ნაბიჯები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, ნეგატიური გავლენას აქვს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, კონფლიქტის გადაწყვეტას უფრო რთულს ხდის, ასევე ხელს უშლის ადგილობრივებს თავისუფალ გადაადგილებაში. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ პროვოკაციული ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიჩნევს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით ჟენევის ფორმატი უნდა გაგრძელდეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)