15:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 13:40:12, 616 ნახვა

სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული სულეიმან ოზთურქი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 11.06.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

„სულეიმან ოზთურქი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1, 35/2 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. 24.06.2009 წელს სულეიმან ოზთურქმა მასთან კონფლიქტში მყოფ პიროვნებას, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავის არეში მეტალის საგნით დაზიანება მიაყენა.

საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ სულეიმან ოზთურქს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics