2015-07-04 11:59:14, 671 ნახვა
სამართალი
გურჯაანში მამაკაცის ცხედარი არხში იპოვეს
გურჯაანის რაიონ სოფელ კარდენახში 68 წლის ჯეირან აბაშიძეს მაშველებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აბაშიძე, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, არხში საბანაოდ ჩავიდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, აბაშიძეს ექსპერტიზა უტარდება და შემდგომ გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან