15:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 18:05:41, 548 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა.

დოკუმენტს ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოაწერა კოოპერაციის, შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა დოქტორმა რაბი’იმ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველო–ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომის ფარგლებში მომზადდა. აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად ჩატარდა.

საქართველოს ვიცე–პრემიერის,  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომაზე განიხილეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საექსპერტო ჯგუფები მუშაობას განაახლებენ მთელ რიგ სფეროებში, რომელთა შორისაა ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ჰიდროენერგეტიკა, თანამშრომლობა წყლის სექტორში, საქართველოს გამოყენების შესაძლებლობა ირანული ენერგომატარებლების ტრანზიტისთვის ევროპის მიმართულებით, აგრეთვე განათლება, მეცნიერება და კულტურული ურთიერთობები. „სასიხარულოა, რომ ირანის მხრიდან ფიქსირდება ძლიერი სურვილი, რათა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს.  ჩვენ ამას მივესალმებით“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში  გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ირანის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა და  ნავთობის მინისტრებს. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ირანში 19 მაისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics