15:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 16:22:01, 618 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკმა ჟურნალ„აგრო ბაზისის“ პრეზენტაცია გამართა

ბაზისბანკმა ახალი აგროჟურნალის „აგრო ბაზისის“ პრეზენტაცია გამართა.

ბაზისბანკისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტს აგრობიზნესის დაფინანსება წარმოადგენს: გაიცემა აგროსესხები ადგილობრივ ფერმერებსა თუ აგრობიზნესში დასაქმებულ პირებზე, მათი მეურნეობის განსავითარებლად. აღსანიშნავია, რომ ბანკი მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“. ამ მიმართულებით სასესხო პორტფელმა 27 მლნ ლარს გადააჭარბა.

ბაზისბანკი არა მხოლოდ აკრედიტებს აგრობიზნესს, არამედ ბიზნესმენთა საინფორმაციო მხარდაჭერაზეც ზრუნავს. სწორედ ამის დასტურს წარმოადგენს, ბანკის ახალი აგროჟურნალი „აგრო ბაზისის“ გამოცემა. ყოველ კვარტალში გამოვა ჟურნალის ახალი ნომერი, საინტერესო და რაც ბაზისბანკისთვის დამახასიათებელია - სასარგებლო სტატიებითა და ილუსტრაციებით დატვირთული.

მოგეხსენებათ, ბაზისბანკის ისტორია 22 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე, მან სტაბილური, სანდო და პროგრესული ბანკის იმიჯი დაიმკვიდრა. ბანკის დიდ გამოცდილებას ახალი ინვესტორის, უმსხვილესი ჩინური კონგლომერატის, ჰუალინგ ჯგუფის დიდი ფინანსური რესურსიც დაემატა.

ბაზისბანკი მუდმივად განაგრძობს ზრუნვას მომხმარებლებზე და მათი ინტერესების გათვალისწინებით, უამრავ სასარგებლო პროექტს გეგმავს და ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics