15:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 20:05:16, 886 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: ყველა ინვესტორი თანხმდება, რომ საქართველო ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იქნება

"ყველა ინვესტორი თანხმდება, რომ საშაულოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იქნება",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიის დასრულების შემდეგ  განუცხადა.

"EBRD-ს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების საფუძველი იმან მისცა,  რამაც ჩვენ მოგვცა საფუძველი, რომ ჩვენი ზრდის პროგნოზი შეგვემცირებინა წელს 2%-მდე. თუმცა მეორე კვარტლის ბოლოს მთავრობა  გამოაცხადებს საკუთარ მოლოდინებს. ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს  ჩვენს ქვეყანაში, თუმცა  აბსოლუტურად ყველა ინვესტორი თანხმდება ერთ რამეზე, რომ საშაულოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა რეგიონში და არა მარტო რეგიონში, ევრაზიის კონტინენტზე გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics