18:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 15:29:36, 426 ნახვა

სამართალი
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ყოფილი პატიმრებისთვის სოციალური უნარების განვითარების ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. სემინარებს  ცენტრის სოციალური მუშაკები უძღვებიან.  ტრენინგის ფარგლებში  დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები  შეისწავლიან დროის მართვას,  ეფექტიან კომუნიკაციას, გაეცნობიან  ქვეყანაში არსებულ სოციალურ სერვისებს, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეისწავლიან  CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენას, გაივლიან გასაუბრების იმიტაციას. ამ ეტაპზე ტრენინგში ჩართულია ათი ყოფილი პატიმარი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს“. მისი მიზანია  სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სერვისები: ფსიქო-სოციალური მომსახურება, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება,  პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლება/ ტრეინინგები, ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან მუშაობა,  იურიდიული დახმარება და სხვა. სოციალური უნარების განვითარების ტრენინგი ამ პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics