|
2015-05-12 16:12:09, 634 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი “ABD Georgia”-ს კომპლექსის გახსნას დაესწრო
ბოლნისის მახლობლად, სოფელ აკაურთაში კავკასიაში ღორის ხორცის წარმოების ყველაზე თანამედროვე კომპლექსი გაიხსნა. კომპანია “ABD Georgia”-ს კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა ABD Georgia”-ს გენერალურ დირექტორთან, ევგენია ხოხლოვასთან ერთად საწარმოებიც დათვალიერა, სადაც ათეულობით დასახელების სხვადასხვა ხორცპროდუქტი იწარმოება. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მივესალმებით კავკასიაში ყველაზე თანამედროვე მეცხოველეობის კომპლექსის გახსნას. ძალიან კარგია, რომ მსხვილი უკრაინული ჰოლდინგი შემოვიდა ინვესტიციით, 6,5 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა, სადაც არ გამოიყენება არანაირი ქიმიური დანამატები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იწარმოება. ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი და სასიხარულოა, რომ ამ კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით, 600 000 ლარის ოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში 6, 5 მილიონ დოლარიან ინვესტიციაში ჩვენი გარკვეული წვლილიც არსებობს. ვფიქრობთ, რომ ეს კომპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში და როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კომპანია, მაგალითი იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი კომპანიისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ABD Georgia” 2013 წელს დაფუძნდა და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების და სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, სოფელ აკაურთაში. “ABD Georgia” შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ ა.შ.შ დოლარს. კომპანიაში ამჟამად 250 –მდე ადამიანია დასაქმებული. „ABD Georgia“ ქართულ ბაზარზე სამარკო ნიშან „Delicia“-ს სახით არის წარმოდგენილი. „ABD Georgia“ 30-მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ფერმაში მოწეული ღორის ხორცისგან, რომელთა რაოდენობა, ამ ეტაპზე, 20 000 სულზე მეტია.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)