11:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 12:20:25, 392 ნახვა

სამართალი
ოქროს საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ჯავაჰირ ანტონიანი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე მალულად, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით  50 000 ლარის ღირებულების, ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები შემოიტანა.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით  5 დან  7 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics