12:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-21 18:58:07, 2189 ნახვა

რეგიონი
აშშ-ის სამხედრო ხომალდის ეკიპაჟს მთავრობის სახლში უმასპინძლეს

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდის კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქ. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„მოხარული ვარ, რომ აშშ - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ამერიკული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. დღევანდელი ვიზიტი სწორედ აღნიშნულის დასტურია და ცხადყოფს მხარეებს შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics