09:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 11:46:59, 567 ნახვა

სამართალი
ჩიტაძის ქუჩაზე შეიარაღებული პირი დააკავეს

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით ნასვამმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეიარაღებული პირი უკვე დაკავებულია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩიტაძის ქუჩაზე "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იმყოფება.

47-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგონიათ, მომხდართან დაკავშირებით  ინფორმაცია არ აქვთ არც მანდატურებს. შემთხვევის გამო, სკოლაში  სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ადგილზე ამ დრომდე რჩება საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics