18:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:07:02, 2359 ნახვა

სამართალი საზოგადოება რეგიონი
2016 წელს რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის მიმართულებით 134 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით კი 193 გაიტაცეს

2016 წელს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ამ დროისთვის ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაში იმყოფება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. 

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, ამ შემტხვევაში სუს-მა 193 უკანონო დაკავება დაარეგისტრირა.

უწყების ცნობით, 2016 წელს 1591-ჯერ „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა.

ანგარიშის მოსმენა იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში 10:00 საათიდან მიმდინარეობს და დოკუმენტს კომიტეტის წევრებს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics