01:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 16:38:17, 973 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ  შეხვედრები არაბეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, მის მოადგილეებთან და მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებთან გამართა.

მათივე ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე  საუბარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

ვიზიტი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, დელეგაციის შემადგენლობაში სსიპ „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და  კომერციული დირექტორი, ოთარ ჩიტეიშვილი იყვნენ.

 ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავაც დაესწრო.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics