05:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 11:47:12, 494 ნახვა

საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნების გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნების გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შემთხვევა 6 აპრილს გვიან ღამით რიკოთის უხელტეხილზე სოფელ ხუნევთან მოხდა.

"მკვეთრ მოსახვევში სავალი გზის ნაწილიდან გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა. ადგილზე დროულად გამოცხადნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები.

უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზის გადაკეტვა.

რამოდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მოხდა სატვირთო მანქანისა და სპეციალური ავზის გაუვნებელყოფა და ჯანგბადით სავსე ავზის აფეთქების თავიდან აცილება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics