00:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 10:50:33, 485 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს პედაგოგები და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა უმასპინძლა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტში“ 12 ქვეყნის მოქალაქე და 19 ეროვნების მოსწავლე სწავლობს.

სტუმრები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე: „სწავლება აკადემიაში“. მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2015 წლის სექტემბრიდან აკადემიაში საბაკალავრო პროგრამა განხორციელდება.

აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ 4 წლიან, თანამედროვე სწავლებას სთავაზობს. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აცნობეს, რომ საბაკალვრო პროგრამას გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები წარუძღვებიან უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით და სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე, რომლებიც საბაკალავრო პროგრამას და სხვა საკითხებს ეხებოდა, ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები.

მსგავსი ღონისძიებები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება და მათი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics