11:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:35:06, 857 ნახვა

რეგიონი
სენაკში დაკარგული ბავშვის ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ახლობლებმა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური  მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

დაკარგული მოზარდის ახლობლები სამძებრო ოპერაციაში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ.

შეგახსენებთ, მდინარე ტეხურში ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც სამძებრო-სამაშველო სამსახური, ისე სამხარეო პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics