14:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 18:54:38, 594 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა რეგიონში დიდთოვლობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს

აჭარის რეგიონში  მთელი დღის განმავლობაში თოვს. ახალი ნალექის სიმაღლე მაღალმთიან სოფლებში 1 მეტრამდე აღწევს. ამ დროისთვის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალური ტექნიკის გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება ყველა მიმართულებით. 

თოვლის საფარმა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დაბებში 50 სმ. გადააჭარბა.   გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და ხვალ დილიდან ისევ განახლდება. ნალექის მომატების შემთხვევაში  კი, სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთვება. 

ამ ეტაპზე საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში 19 მიმართულებით. შუახევის მუნიციპალიტეტში 7 მიმართულებით.  ხულოს მუნიციპალიტეტში 2 თემის მიმართუილებით.

თოვას ქედაში პერიოდულად ძლიერი ქარიც ერთვის. ბოლო ინფორმაციით  უკვე დასრულდა დაბის ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობა 12 მიმართულებით აგრძელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტში შესაბამისი ორგანიზაციები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.  

შუქი შეფერხებით მიეწოდება მაღალმთიანი აჭარის 1000-მდე აბონენტს. შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ    დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე.

თოვლის გამო არ შეფერხებულა სწავლა სკოლებში, თუმცა კონტინგენტის გამოუცხადებელობის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა სკოლამდელი აღზრდის რამდენიმე დაწესებულებაში. ბათუმში თოვლს პრობლემები არ მოჰყოლია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics