15:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 18:12:53, 468 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში 10 ახლადაშენებულ კორპუსში 320 დევნილი ოჯახებისთვის ბინები ფარული კენჭისყრით გადანაწილდა

ზუგდიდში, დღეს 10 ახლადაშენებულ კორპუსში 320 დევნილი ოჯახებისთვის, ბინები ფარული კენჭისყრით გადანაწილდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროდან აცნობეს. 
უწყების ინფორმაციით,ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გაადგილებულ პირთა ოჯახები. 

„კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.
შენობაში სულ 320 ბინაა, აქედან 40 - ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 - სამოთახიანი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. 
 ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის  მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწენენ“,-ნათქვამია დევნილთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics