10:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 10:09:07, 597 ნახვა

სამხედრო
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

თერჯოლის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეს შეეჯახა. მას პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა.

სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობის კურსს ამჟამად გორის ჰოსპიტალში გადინ. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლით დაიწყო, რომელიც  გულისხმობს საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics