15:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 11:00:50, 458 ნახვა

საზოგადოება
ყოფილ პატიმრებს უფასო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსი ჩაუტარდებათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები - ყოფილი პატიმრები (პოლიტპატიმრის სტატუსით) საირმეში სამკურნალო-ბალნეოლოგიური სერვისებით უფასოდ ეტაპობრივად ისარგებლებენ. 

 სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში, კურორტ „საირმეში“ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი ყოფილი პატიმარი დაისვენებს. სამივე მათგანი ე.წ. „ყინწვისის საქმის“ გამო  იხდიდა  სასჯელს.  

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ის ყოფილი პატიმრები ისარგებლებენ, ვინც ჩართულია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში. „კურორტი „საირმე“ მხარს უჭერს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რადგან მასში ჩართული ბენეფიციარებისთვის გამაჯანსაღებელი/სარეაბილიტაციო კურსი ხელმისაწვდომი გახდეს.

ჩვენი ბენეფიციარები სამკურნალო-სარეაბილიტაციო ათდღიან კურსს გაივლიან. ჩაუტარდებათ საჭირო ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევა, ექიმის დანიშნულებით მიიღებენ სამკურნალო მინერალურ წყლებს და ისარგებლებენ სამკურნალო თერმული აბაზანებით“, განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. წლის განმავლობაში, ჯამში სულ 48 ყოფილი პატიმარი ისარგებლებს ამ სერვისით.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს  „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics