13:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 15:58:47, 431 ნახვა

საზოგადოება
ცხმორისის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის თემში „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ მედიკოსებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აქციის ფარგლებში კონსულტაცია და სხვადახვა სახის კვლევა 220 ადგილობრივს ჩაუტარდა. აქედან, ექოსკოპიური კვლევა 74 პაციენტს, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა 33 პაციენტს, გლუკომეტრია 3 პაციენტს, სპირომეტრია 5 პაციენტს.

ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციის მიღება ადგილობრივ მოსახლეობას დილიდან შეეძლო.

აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდავის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics