15:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 12:10:18, 442 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ იწყება

საქართველოში რიგით მერვე საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ იწყება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ყოჩაშვილმა და კონკურს „ალიანტეს“ კოორდინატორმა ნათია ცვარიანმა აცნობეს. 

კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ნაციონალური საბჭო“ ახორციელებს. 

„ალიანტე“ 15–დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2 წევრიანი გუნდების კონკურსია, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეა გათვლილი. 

როგორც ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მათივე ცნობით, კონკურსი 4 რაუნდად განხორციელდება. I და  II რაუნდი ზოგადად ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებისგან შედგება. გამარჯვებული გუნდები ეროვნულ ფინალში ერთმანეთს  ფიზიკურ გამძლეობასა და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში შეეჯიბრებიან. 

საერთაშორისო ფინალი ლიტვაში გაიმართება. ფინალში გამარჯვებული 5 გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებს. 

პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერები არიან: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიტვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები და საინფორმაციო ცენტრი ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ.
„ალიანტე“ უკვე 14 წელია ტარდება. საქართველო ამ კონკურსს 2008 წელს შეუერთდა. მასში ყოველწლიურად ათასობით ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics