20:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 15:54:20, 2031 ნახვა

სამართალი კომენტარი
ეკა ბესელია: არასდროს მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები დამნაშავეები იყვნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, ფოტოგრაფები დამნაშავეები არ იყვნენ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, დაკავებულ ფოტოგრაფებზე მიმდინარეობდა განსაკუთრებული ზეწოლა, თუმცა საზოგადოების სოლიდარობამ, მათ შორის, ჟურნალისტების სოლიდარობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

"არც მაშინ მჯეროდა, რომ ფოტოგრაფები დამნაშავეები იყვნენ და მით უმეტეს, არც ახლა. მახსოვს, როდესაც გიორგი აბდალაძეს ზეწოლით უარი ათქმევინეს ჩემს ადვოკატობაზე. მან სასამართლო პროცესზე ჩემი აცილება მოითხოვა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია "ფოტოგრაფების" საქმის გახსნა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები, რომლებიც დაკავებულ ფოტოგრაფებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ, სათანდოდ დაისჯებიან.

შეგახსენებთ, პროკურატურამ "ფოტორეპორტიორების საქმეზე" 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აქტიურად აშუქებდნენ. ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics