04:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 15:57:42, 696 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„გილოცავთ მესაზღვრის პროფესიულ დღეს!

ვულოცავ ამ დღეს საქართველოს სასაზღვრო ძალებს, თითოეულ მესაზღვრეს!

თქვენ ურთულეს პროფესიას ემსახურებით და ძალიან საპატიო მისია გაკისრიათ. თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები.

სამშობლოს გუშაგობას განსაკუთრებული ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდება. სწორედ თქვენნაირი პატრიოტების იმედი აქვს ჩვენს ქვეყანას. ვიცით, თავს არ ზოგავთ იმისათვის, რომ საიმედოდ იყოს დაცული საქართველოს ყოველი მხარე, ყველა კარიბჭე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, გისურვებთ პირველ რიგში მშვიდობას, წარმატებებს და საქართველოს გაძლიერებას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics