06:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 13:37:10, 1008 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: პარლამენტში შემოვდივართ იმისთვის, რომ ყველანაირად დავუპირისპირდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

„ჩვენ შემოვდივართ პარლამენტში იმისთვის, რომ ყველანაირად დავუპირისპირდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან  დაკავშირებულ ყველა საფრთხეს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ  მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის დაწყების შემდეგ  განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, პარტია საერთაშორისო პარტნიორებთან და საზოგადოებასტან აპირებს, რომ ფართოს ისაუბროს საკონსტიტუციო უმარვლესობის საფრთხეებზე.

„ ცხადია ჩვენ საკანონმდებლო ბერკეტი არ გვექნება, მაგრამ  გვექნება ძალიან მნიშნელოვანი ტრიბუნა, გვექნება  ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს საზოგადოებასთან. ჩვენ ვისაუბრებთ  ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც ახლა საკონსტიტუცი უმრავლესობას  აქვს  და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ  ჩვენი ქვეყანა მისი დემოკრატიული პროცესი, ადამიანების სოციალური-ეკონომიკური საჭიროებები მაქსიმალურად იყოს დაცული“,-განაცხადა ელენე ხოთარიამ.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს არ არის ისეთი საზეიმო დღე, როგორც შეიძლება სამართლიანი არჩევნების შედეგად ყოფილიყო.

„ყოველი პარლამენტის შეკრება უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპების განტკიცება.  ადამიანების რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის წინ ამ თვალსაზრისით ცხადია ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი უსამართლობა, ადამიანების დაშინება, მოსყიდვა  და არალეგიტიმური ხერხებით არჩევნების  მანიპულირება ვნახეთ.  ეს იყო უსამართლო ბრძოლა. მიუხედავად ამისა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამომრჩევლის ინტერესის დასაცავად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთადერთი სწორი გზა დღეს იქნება  სწორედ პარლამენტში შესვლა და კარგად გამოჩნდა, რომ ყველა შეთითხნილი მითები ხელისუფლების მხრიდან, რომ  თითქოს ჩვენ მშვიდობიანი გზა არ გვინდოდა და ასე შემდეგ   აბსოლუტურად მოგონილი იყო“,-განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics