14:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 11:45:28, 494 ნახვა

საზოგადოება
ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდა გაგრძელდება

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წუხელ გვიანობამდე ახორციელებდა ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები დღეს დილიდან აწარმოებენ დაკვირვებას ზვავსაშიშ უბნებზე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდას მას შემდეგ გააგრძელებს, როცა შესაბამისი სამსახურები ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან.

საკოორდინაციო შტაბის სხდომას, რომელსაც შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან, დადებითად შეფასდა  ის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უწყებებმა კოორდინირებულად განახორციელეს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics