09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 11:53:00, 353 ნახვა

პოლიტიკა
ხორვატიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ხორვატიის პარლამენტმა  2014 წლის 12 დეკემბერს მოახდინა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების გამო პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის პროცედურა დროში გაჭიანურდა.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა.

ცნობისთვის, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად 2015 წლის 19 თებერვალს აირჩიეს, მოვალეობის შესრულებას  ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი კი პირველი მარტიდან შეუდგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics