2015-03-13 10:01:10, 500 ნახვა
სამართალი
ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ქვემო ქართლის რეგიონში, ხე–ტყის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობის, უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულისა და სიონის ტყის ფონდის ტერიტორიაზე მუხის, რცხილისა და წიფლის ჯიშის ხე-მცენარე უკნანონოდ გაიჩეხა.
უწყების ცნობით, გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა მიმდინარეობს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან