2015-03-10 18:13:15, 600 ნახვა
სამართალი
თელავში 30 წლის მამაკაცი მოკლეს
თელავში ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლის ანდრო ბოჭორიშვილი მოკლეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილია გარდაცვლილის ძმა, ირაკლი ბოჭორიშვილი.
ინცინდენტის ადგილიდან სასწარფო სამედიცინო დახმარებამ ირაკლი ბოჭორიშვილი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი ძმებ ბოჭორიშვილებს თავს მათ სახლთან ერთი საათის წინ დაესხა.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოჭორიშვილებს პოლიციელმა ესროლა, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.
საქმე 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და მას პროკურატურა იძიებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან