13:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 16:18:53, 1081 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: მოქალაქეთა საჩივრების შესწავლა პოლიტიკური ნებაა და სხვაგვარად ვერც იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტემენტი ამ კვირაში ღონისძიებას გამართავს და დახარისხებული საჩივრების, მათი რაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

მისივე განმარტებით, მოქალაქეთა საჩივრების შესწავლა დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური ნებაა.
მინისტრის ინფორმაციით, საჩივრები რამდენიმე ათეულ ათასობითაა, თუმცა მათი კატეგორიზაცია მოხდა.

„ის, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან პროკურატურაში არა მხოლოდ შემოსული საჩივრების  სისტემატიზაცია, აღრიცხვა, კატეგორიის მიხედვით დახარისხება და შემდგომ მათი შესწავლა მოხდეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პოლიტიკური ნებაა და სხვაგვარად ვერც იქნება, იმიტომ, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე ბევრ ადამიანს ჩამოართვეს ქონება, ბევრი ადამიანი უკანონოდ იქნა მსჯავდებული და ამაზე მეც ძალინ ბევრს ვმუშაობდი, თუმცა სხვა იდეა და მოდელი გვქონდა შემუშავებული. ეს მაშინ ვერ იქნა გაზიარებული, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს მიღებულია, რომ ეს მოხდეს, ოღონდ მოხდეს სხვა ფორმით და ეს ფორმა არის პროკურატურის ორგანოებში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც როგორც ჩემთვის ცნობილია,  სულ რამდენიმე დღეში, ამ კვირაში, სპეციალურ ღონისძიებას გამართავს, მათ შორის მედიისთვის და დახარისხებული საჩივრების, მათი რაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს. საჩივრები რამდენიმე ათეულ ათასობითაა, მაგრამ კატეგორიზაცია მომხდარია. პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო ჩაატარა, რის შესახებაც დადგენილ დროს გეცნობებათ“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics