02:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:24:51, 609 ნახვა

სამხედრო
NBA-ის წარმომადგენლებმა დაშავებულ სამხედროებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს სამინისტროს აშშ-ის NBA-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სპორტული კომპლექსის დარბაზში დაშავებულ სამხედროებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს.

ამერიკელმა სტუმრებმა აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლიერება და მხარდაჭერა გამოხატეს, მათ ისტორიებს გაეცნენ და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების სამმართველოსა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის ჩართულობით განხორციელდა.

სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.

 

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics