00:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 13:28:17, 1168 ნახვა

მსოფლიო
დამასკოში ორი აფეთქება მოხდა

სირიის ქალაქ დამასკოში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის იფნორმაციით, ტერორისტებმა ჯერ ავტომანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. წინასწარი ინფორმაციით ათობით ადამიანი დაშავდა.

როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შიიტურ რაიონში მოხდა.

ცნობისთვის, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელწმიფომ“ აიღო.

ამასთან, BBC სირიაში კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ იუწყება.

მედიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოს ალყაში მოქცეული რაიონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰუმანიტარული ტვირთის მიღებიდან რამდენიმე საათში დაბომბეს.

BBC-ის ცნობით, ავიაციამ დარაიაში 28 ჭურვი ჩამოაგდო, რამაც მოსახლეობისთვის დახმარების  დარიგებას ხელი შეუშალა.

ცნობისთვის, მედიკამენტები და საკვები დარაიაში 2012 წლის შემდეგ პირველად ჩაიტანეს.

პარალელურად, სირიის ოპოზიციური ძალები ავრცელებენ ცნობას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით ალყაში მოაქციეს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ქალაქი. მათ ისლამისტებს მანბიჯისკენ მიმავალი უკანასკნელი გზა ჩაუკეტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics