03:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 12:42:48, 758 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ცნობილი ლიტველი მსახიობი მოგზაურობს

ცნობილი ლიტველი იუმორისტი, ტელე წამყვანი და მსახიობი ოლეგ შურაევი აჭარაში მოგზაურობს და თავისი გადაცემისთვის სპეციალურ ვიდეო რგოლებს ამზადებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მსახიობი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ლიტვაში ჩატარებული პიარ კამპანიების ფარგლებში სტუმრობს. მსახიობმა გადამღებ ჯგუფთან ერთად აჭარაში იმოგზაურა და რეგიონის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

მათივე ცნობით, ცნობილი ლიტველი მსახიობი მაყურებელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, აჭარაში დასვენების უპირატესობებზე და რეგიონში დასვენებისას თავის გამოცდილებაზე მოუყვება. გადაცემაში ასევე მოხვდება ქართული სადღეგრძელოებისა და სუფრის ტრადიციაც. აჭარის შესახებ მომზადებული გადაცემები ლიტვაში წამყვანი ტელეარხის TV3- ის ეთერში ივნისში გავა.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიტვაში სარეკლამო კამპანიებს 2013 წლიდან ანხორციელებს.

წელს პიარ და მარკეტინგული კამპანიების წარმოებისას განსაკუთრებული აქცენტი ლიტვადან აჭარაში ცნობილი ტელეარხების გადაცემების გადამღები ჯგუფების, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების მოწვევაზე კეთდება. მაისის ბოლოს ლიტვაში ასევე გაიმართა ორდღიანი აჭარის დღეები, რომელიც როგორც სხვა პიარ აქტივობები აჭარის ტურისტული პოტენციალის, მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics