17:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:52:39, 3164 ნახვა

კულტურა
გიორგაძე: დიახ, ბიზნესმენები უერთდებიან check in georgia-ს, ეს ბიზნესის ძალიან ბუნებრივი სურვილია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის - „Check In Georgia” მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.

 „პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ინფორმაცია კარგად გადამოწმდეს მის გაჟღერებამდე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროექტ „ Check In Georgia”- ს ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არამედ არც ერთი თეთრით არ გაზრდილა - უფრო მეტიც, ჯერ სრულად არც არის გამოყოფილი 29 მილიონი. თანხები ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ, გარკვეული ტრანშებით გამოიყოფა; აღნიშნული 3 მილიონი ერთ-ერთი მომდევნო ტრანში იყო, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული იყო პროექტის ბიუჯეტში. არაერთხელ მითქვამს, რომ გაყიდული ბილეთებიდან და სასპონსორო პაკეტებიდან შემოსული თანხებით, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა“, - აცხადებს გიორგაძე.

კულტურის მინისტრის თქმით, კერძო სექტორის დაინტერესება ბუნებრივია ისეთი მასშტაბური პროექტით, როგორიც არის „Check In Georgia”.

„ნებისმიერი პროექტის მიმართ, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ბაზარზე, ბიზნესს აქვს ძალიან პრაგმატული ინტერესი, ყველას აქვს სურვილი მოხდეს მათი კომპანიის პოზიციონირება ამ პროექტის ფარგლებში. „Check In Georgia” გამონაკლისი არ არის; მან უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, დიახ, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები უერთდებიან ამ პროექტს - ეს არის ბიზნესის ძალიან ბუნებრივი სურვილი“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics