|
2026-02-04 10:39:24, 514 ნახვა
საზოგადოება
ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები დაგლიჯა. გლდანში მე 8 ასევე მე 5 მიკრორაიონებში ქარმა ხეები მოგლიჯა, ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. ქარმა რამდენიმე ხე ასევე მოგლიჯა დიღომში. 4 თებერვალს, ოთხშაბათს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°. დედაქალაქში 4 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 20-25მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა 6 ° იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)