04:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:10:15, 391 ნახვა

პოლიტიკა
ენერგოომბუდსმენი განმარტავს, რას შეიძლება გამოეწვია გაზის გაზრდილი გადასახადები

ენერგოომბუდსმენის სამსახური აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მომხმარებლები აქტიურად მიმართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.

ენერგოომბუდსმენის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა და აცხადებს, რომ გაზრდილი ხარჯი შესაძლოა, გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:

  • მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა;
  • მრიცხველის ტექნიკური დაზიანება;
  • კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი.
  • ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.

ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ მისი სამსახურისადმი მიმართვის შემთხვევაში დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა, შეფასდება დარიცხვის კანონიერება და დავის დასრულებამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეწყდება სადავო თანხის გადაუხდელობის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics