|
2026-01-08 18:25:04, 453 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილში საპატიმროს თანამშრომლებისგან უსამართლო მოქცევაზე საუბრობს
სინდისის პატიმარი ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს. წერილში ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან უსამართლო მოქცევაზე საუბრობს. ამასთან, ახსენებს შეწყალებასაც და მიმართავს ქართულ ოცნებას - "ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა". "ამ ტექსტის დაწერა და რაღაცეების ჩამატება უკვე მესამედ მიწევს, ვეცდები მოკლედ გითხრათ თუ რა ხდება ციხეში, გუშინ 7 იანვარს, როცა დასარეკად გამოვედი, დავურეკე მარიზი დეიდას, ვიცოდი პირდაპირ ეტერში უნდა მელაპარაკა, როცა ვთქვი “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და რა კარგები ხართ", გამათიშინეს და დამაბრუნეს საკანში, შემდეგ მთელი დღე არ დაგვარეკინეს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებულ მოვლენებს, მაგალითად ეგრეთ წოდებული ციხის წესები, ფურცლის ფრიალი, სანთლის ანთება, დროშის ფრიალი, ხმამაღალი საუბარი საკნიდან. საღამოს პენიტენციალური სამსახურის თანამშრომელთანაც გვქონდა კამათი, იმის გამო, რომ ვეუბნებოდით რომ უსამართლოდ გვექცევა, ეს არის პირდაპირი შევიწროვება. მივმართავ რამაზ ფირცხალავას შეგვხვდეს ამ განცხადების შემდეგ მაინც, უკვე 17 წერილობითი განცხადება გვაქვს გაგზავნილი შეხვედრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ტელეფონი გამათიშინეს, რომ ჩემი ხმა არ მიმეწვდინა თანამებრძოლებისთვის. კარგად დაიმახსოვრეთ, სანამ ციხეში უსამართლოდ გამომკეტავდით არც მაშინ გავჩერებულვარ და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას, ვერ გაგვაჩუმებთ, ცეცხლი ოლიგარქიას. ახლა კი იმას წაგიკითხავთ, რისი თქმაც ეთერში მინდოდა გუშინ: “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და ნეტა იცოდეთ რა კარგები ხართ, ყველა ქმედების გამო შეიძლება დაგვშალონ და ცალ-ცალკე საკნებში გადაგვიყვანონ, გიხდით დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის და გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს წელი ყოფილიყოს დაუმორჩილებლობის და გამარჯვების წელი, ორიოდ სიტყვით მივმართავ ქოც-რუსებს - ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა. როგორც მადუროს რეჟიმი დაემხო, დაე ისე დაემხოს ბიძინას რეჟიმი. მთავარია გვახსოვდეს ქოცებმა რა დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, გვახსოვდეს რომ ქიმიური იარაღით მოგვწამლეს და გვახსოვდეს რომ ფიცი გვაქვს ნათქვამი. მოკითხვა და დიდი სიყვარული 38-ე საკნიდან, მალე თავისუფლებაზე და გამარჯვებულები, სიყვარულით 38-ე საკანი", - ვკითხულობთ წერილში.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)