05:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 12:26:52, 684 ნახვა

პოლიტიკა
დარახველიძე: ის სპეციალური საშუალებები გამოვიყენეთ, რასაც ევროპული პოლიციაც იყენებს

ქართული ოცნების შს მინისტრი ირწმუნება, რომ გასულ წელს აქციებზე ისეთი "სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, რასაც ევროპული პოლიციაც იყენებს".

"სუს-მა დეტალური და სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა, რომლითაც ყველა კითხვას, რაც BBC-ს ფილმში დასმული იყო, პასუხები გაეცა. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს მაშინ იყენებს, როცა ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე მასიურ თავდასხმას. გასული წლის მოვლენების დროს ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალებისა და პარლამენტის გადაწვის მცდელობას, შესაბამისად, პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ყველა ის სპეციალური საშუალება გამოიყენა, რაც კანონითაა გათვალისწინებული - რასაც ყველა თანამედროვე, ევროპული პოლიცია იყენებს. კონკრეტულ ნივთიერებას რაც შეეხება - სუს-მა დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც შეგიძლიათ, ინფორმაციას გაეცნოთ ყველა იმ ნივთიერების შესახებ, რაც მიუთითეს". - თქვა დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics