16:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-17 14:29:51, 855 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი - სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა, ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე დივერსია განხორციელდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ხელისუფლება პოლონეთის რკინიგზაზე, ვარშავასა და ლუბლინს შორის, კვირას მომხდარ ინციდენტს განზრახ დივერსიის აქტად მიიჩნევს.

„სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა. ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე (სოფელ მიკაში) დივერსია განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ რკინიგზის ლიანდაგები გაანადგურა. ადგილზე სამსახურები და პროკურატურა მუშაობენ. დაზიანება ასევე აღმოაჩინეს იმავე მარშრუტზე, ლუბლინთან უფრო ახლოს. უსაფრთხოების სამსახურები და პროკურატურა სოფელ მიკაში გამოძიებას აგრძელებენ. სამწუხაროდ, ეჭვგარეშეა, რომ საქმე დივერსიულ აქტთან გვაქვს. ამ სტრატეგიული რკინიგზის ხაზის კიდევ ერთ მონაკვეთზე, სადაც ლიანდაგები დაზიანდა, გამოძიება მიმდინარეობს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, კვირა დილით, ლუბლინი-ვარშავის მარშრუტზე მოძრავი მატარებლის მემანქანემ რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმართაობის შესახებ განაცხადა. საუბარია საკვანძო რკინიგზის ხაზის მონაკვეთიზე, რომელიც ვარშავას დოროჰუსკის სასაზღვრო გადასასვლელთან აკავშირებს. ამ მარშრუტს იყენებენ არა მხოლოდ მაზოვეცკის რკინიგზის მატარებლები, არამედ ლუბლინში, ხელმში და შემდგომ უკრაინაში მიმავალი მატარებლებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics