12:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 22:19:22, 1797 ნახვა

მსოფლიო
სიკორსკი რუსეთს - ყველაფერს რაც ნატოს საჰაერო სივრცეში შემოვა ჩამოვაგდებთ და ნუ დაიწყებთ მერე წუწუნს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი რუსული რაკეტა ან დრონი, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეში შევა, ჩამოიგდებს.

“თუ კიდევ ერთი რუსული რაკეტა ან თვითმფრინავი გამიზნულად, ან შემთხვევით  შემოფრინდება  ჩვენს საჰაერო სივრცეში და მას ჩამოაგდებენ , ნუ დაიწყებთ აქ წუწუნს.
თქვენ ამის შესახებ უკვე გაფრთხილებულნი ხართ” - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ  სიკორსკი გაეროს უშიშროების საბჭოზე მიმართავს რუსეთის ფედერაციას.

მისი თქმით, რუსეთს საერთაშორისო სამართალი ფეხებზე ჰკიდია

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თქვენ ფეხებზე გკიდიათ საერთაშორისო სამართალი და ორგანულად არ შეგიძლიათ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. თქვენი რადიკალური ნაციონალიზმი არის ბატონობის დაუოკებელი წყურვილი, რომელიც შოვინიზმის ყველაზე საშინელი ფორმაა. ეს არ დამთავრდება, სანამ არ შეიგნებთ და არ აღიარებთ, რომ იმპერიების ეპოქა დამთავრდა, და თქვენი იმპერია აღარასდროს დაბრუნდება! უკრაინელი სამხედროების თითოეული თქვენზე დარტყმა - დაე ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოვებს." - ასე მიმართა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელს, ვასილი ნებენზიას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics