02:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-28 12:00:04, 1702 ნახვა

სამართალი
ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი შემდეგ სხდომაზე გამოცხადდება

აქციების დროს დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია შემდეგ სხდომაზე გამოაცხადებს.

ნაჭყებიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ აუცილებელი მოგერიება ვრცელი საკითხია, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედეგება და თითოეული ამ კომპონენტის დადასტურება ან არდადასტურება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, ამიტომ, მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება და საბოლოო განაჩენს შემდეგ სხდომაზე გამოცხადდება.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური 2024 წლის, 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილიც წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ანატოლი გიგაურის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, გიგაური თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი ქმედება იყო აუცილებელი მოგერიება - მის მიერ პოლიციელისთვის ხელის მოქნევის ფაქტს წინ უსწრებდა აღნიშნული პოლიციელის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც ადვოკატის თქმით, ვიდეომტკიცებულებითაც დასტურდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics