14:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 17:54:33, 611 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრემლი სწუხს

ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი ამჟამად დაგეგმილი არ არის , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი 27 ივნისს ეკატერინბურგში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც რუსმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, ხოლო რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

„რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის საუბარი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მალე გაიმართოს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრემლი სწუხს და სამართალდამცავების მუშაობა დემარშების მიზეზი არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, ეკატერნიბურგში მომხდარი მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.

ამასთან, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ აზერბაიჯანში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics