16:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 16:56:43, 598 ნახვა

მსოფლიო
ირანის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული 12-დღიანი ომის დროს, ამ დროისთვის 935 მოწამეა იდენტიფიცირებული“, - ციტირებს ირანული მედია სასამართლო ხელისუფლების პრესსპიკერს, ასღარ ჯაჰანგირს.

მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია.

შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის საჰაერო იერიშებს ისრაელის 28 მოქალაქე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics