12:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-29 11:39:28, 620 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა

თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თელ ავივის ქუჩებში ისრაელის დროშებით და მძევლების ფოტოებით გავიდნენ. ისინი იმ 136 ადამიანის დაუყონებლივ გათავისუფლება ითხოვენ, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ, მისი აზრით, შესაძლებელია, ისრაელსა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ერთ კვირაში მიაღწიონ.

„როიტერის“ ცნობით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მზადაა, გაათავისუფლოს ღაზაში დარჩენილი მძევლები ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, ომის დასრულების მიზნით, მაშინ როცა ისრაელი აცხადებს, რომ ომის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „ჰამასი“ განიარაღდება და დაიშლება. „ჰამასი“ იარაღის დაყრაზე უარს ამბობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics