20:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 19:59:06, 743 ნახვა

ეკონომიკა
მედია - ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო ევროპასა და აზიაში აქციების ფასები დაეცა

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო აზიაში აქციების ფასები დაეცა.

ჰონგ კონგში, „ჰანგ სენგის“ ინდექსი გახსნის დროს სავაჭრო სესიაზე 3.1 პროცენტით დაეცა. ტაივანის საფონდო ინდექსი დაახლოებით მინუს ერთი პროცენტით გაიხსნა.

სამხრეთ კორეის „კოსპის“ ინდექსი 0.8 პროცენტით შემცირდა, რაც ყველაზე დაბალია 2023 წლის ნოემბრის შემდეგ.

კლებას განიცდის ევროპული აქციების ფასებიც. დასავლური მედიის შეფასებით, აშშ-ის მკვეთრი საპასუხო ტარიფების შემოღებამ გააღრმავა შიში სავაჭრო ომით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესახებ.

ამასთან, პანევროპული „სტოქს 600“ 2.4 პროცენტით დაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics