11:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 23:06:59, 1106 ნახვა

ომი უკრაინაში
სარაკეტო დარტყმა სუმიზე: დაჭრილთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა მათ შორის 17 ბავშვია

სუმში, რუსული თავდასხმის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ სუმის საკრებულო იტყობინება.

განახლებულია 19:28: სუმის საკრებულოს პრესსამსახურმა იტყობინება, რომ ქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 88 ადამიანი დაშავდა.

საკრებულოში ასევე განმარტავენ, რომ დაშავებულებს შორის 17 ბავშვია.

მანამდე ცნობილი იყო, რომ დაშავდა 74 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი.

როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის სამმართველოს „სერვის 15-80“ სამსახურში განაცხადეს, რვა სახლში გაზი არ არის, 18-ში ცხელი წყალი და გათბობა, ექვსში კი ცივი წყალი. ენერგეტიკოსები ამ დრომდე აჯამებენ მონაცემებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სუმის რეგიონული პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 24 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, მტერმა, წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო დარტყმა განახორციელა სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ ზონაზე.

თავდასხმამ დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics